დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ზიარებას ითხოვს

  • newpost.ge
  • 1 მარტი 13:30, 2017 წელი

საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დეკანოზი გიორგი თევდორაშვილის თქმით, დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ზიარებას ითხოვს.

"შეიძლება ითქვას, რომ მამა გიორგის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია. თავს შედარებით კარგად გრძნობს. ერთი რაც შეიძლება ითქვას, რომ წმინდა ზიარების მიღებას და ყველა მართლმადიდებლურ ქრისტიანს ვთხოვ, რომ მამა გიორგი ლოცვებში მოიხსენიონ. მას სჭირდება ჩვენი თანადგომა და გამხნევება. ის ითხოვს სასულიერო პირების შესვლას და ვისაც მისი მონახულების სურვილი ექნება იმედია ხელი არ შეეშლება არავის მის ნახვაში.ჩვენ ვისაუბრეთ როგორც სულიერმა ძმებმა და მან აღნიშნა, რომ ის უდანაშაულოა ამ საქმეში,"-განაცხადა დეკანოზმა.

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge