ცოცხალი ადამიანი გარდაცვლილში აერიათ - მორიგი სკანდალი ოსკარზე

  • newpost.ge
  • 28 თებერვალი 15:07, 2017 წელი

ოსკარების 89-ე დაჯილდოებაზე როგორც გაირკვა , ჩემპენის ფოტოს ნაცვლად, ოსკარის ოთხგზის ნომინანტის, კოსტიუმების დიზაინერის ჯანეტ პატერსონის ფოტო უნდა ეჩვენებინათ, რომელიც 2016 წლის ოქტომბერში, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"განადგურებული ვიყავი, როცა ჩემი უდიდესი მეგობრისა და ხანგრძლივი თანამშრომლის, ჯანეტ პატერსონის ნაცვლად ჩემი ფოტო გამოიყენეს. მე შევუთანხმდი პატერსონის სააგენტოს, რომ კინოაკადემიისთვის მისი რაიმე ფოტო შეერჩიათ, რომელსაც ისინი გამოიყენებდნენ. ჯანეტი იყო ულამაზესი , ოსკარის ოთგხზის ნომინანტი და ძალიან საწყენია, რომ შეცდომა მოხდა" -განუცხადა გამოცემა Variety-ს ელ-ფოსტით პროდიუსერმა. "მე ცოცხალი ავრ, კარგად ვარ და აქტიურად ვეწევი ჩემ საქმიანობას" - აცხადებს ჩემპენი.


ოსკარების 89-ე დაჯილდოებაზე ალბათ კიდევ დიდხანს ისაუბრებენ. ცერემონია უკვე აღიარეს ოსკარების ისტორიის ყველაზე სკანდალურ დაჯილდოებად.

სრული ვერსიის ნახვა newpost.ge