მელანიას აშშ-დან გააძევებდნენ, მისი მოდელობის დროს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო

  • fortuna.ge
  • 26 თებერვალი 15:37, 2017 წელი

"ინდეფენდენთის" ინფორმაციით, იმიგრაციის საკითხებზე მომუშავე ადვოკატები ამბობენ, რომ მელანია ტრამპი აშშ-დან დეპორტაციას ვერ გადაურჩებოდა, როდესაც ის მოდელად მუშაობდა, ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო.

1996 წელს მისის ტრამპი, მაშინ ჯერ კიდევ – მის კნაუსი აშშ-ში მოდელად ტურისტული ვიზით მუშაობდა და სავიზო პირობებს არღვევდა.


პირველმა ლედიმ 20 ათას აშშ დოლარზე მეტი გამოიმუშავა 7 კვირის განმავლობაში, ვიდრე ქვეყანაში  მუშაობისთვის კანონიერ ნებართვას მიიღებდა.


მელანიამ 2001 წელს შეიტანა საბუთები „მწვანე ბარათის“ მისაღებად და 2006 წელს ამერიკის მოქალაქეც გახდა ისე, რომ წარსულში ჩადენილი დარღვევები არ გამომჟღავნებულა.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge