რატომ არ მივიდა პატრიარქი საკვირაო წირვაზე

  • rustavi 2.com
  • 26 თებერვალი 13:31, 2017 წელი

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღევანდელ წირვას სამების საკათედრო ტაძარში ჯანრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო.

პატრიარქის ექიმის ცისანა შარტავას თმით, ილია მეორეს დილას მცირე სისუსტე ჰქონდა, რის გამოც ექიმებმა რეკომენდაცია გაუწიეს, რომ წირვაზე არ მიბრძანებულიყო. 

ცისანა შარტავას განცხადებით ილია მეორე საღამოს ლოცვაზე დასწრებას გეგმავს, თუმცა მანამდე ექიმები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას კვლავ დააკვირდებიან.

სრული ვერსიის ნახვა rustavi 2.com