"მამა გიორგი მამალაძე ისეთ ჩვენებას მისცემს, რომელიც ნათელს მოჰფენს ყველაფერს" - ადვოკატი

  • rustavi 2.com
  • 26 თებერვალი 12:38, 2017 წელი

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის თქმით, მამა გიორგი ისეთ ჩვენებას მისცემს, რომელიც აბსოლუტურად ნათელ სურათს დაანახებს მთელ საზოგადოებას და გამოძიებასაც.

"მივმართეთ პრეზიდენტსაც, პრემირემინისტრსაც და პირველ რიგში მივმართე სახალხო დამცველს, რომ ყოფილიყო ისეთი გარემო, რომ ჩვენ დარწმუნებული ვყოფილიყავით, რომ მას საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისად მიიღეს ადეკვატური გადაწყვეტილება. მამა გიორგი ისეთ ჩვენებას მისცემს, რომელიც აბსოლუტურად ნათელ სურათს დაანახებს მთელ საზოგადოებას და გამოძიებასაც, იყო თუ არა მისი მხრიდან ამდაგვარი მკვლელობის მომზადების მცდელობა, როგორც ბრალის დადგენილებაშია მითითებული, შორენა თეთრუაშვილის მიმართ," - განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

სრული ვერსიის ნახვა rustavi 2.com