უჩა ნანუაშვილი: დეკანოზი საკანში აუდიო-ვიზუალური დაკვირვების ქვეშა

  • rustavi 2.com
  • 25 თებერვალი 22:02, 2017 წელი

სახალხო დამცველმა ტელეკომპანია"რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეზე, მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აუდიო-ვიზუალური კონტროლი ხორციელდება.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გახდა ამ ზომის მიღება საჭირო და ხომ არ არის სუიციდის საფრთხე, ნანუაშვილმა განაცხადა, რომ ამის საფრთხე არ არსებობს და დაკვირვების ქვეშ ყოფნა თავად დეკანოზმა მოითხოვა. 

ამასთან, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფომ მისი ოჯახის უსაფრთხოებისთვის დამატებითი ღონისძიებები უნდა გაატაროს, ვინაიდან, პროკურატურის მხრიდან თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომ, თითქოს, მამა გიორგი მამალაძეს პატრიარქის მკვლელობა ჰქონდა განზრახული, მისი ოჯახის მიმართ აგრესიას გაზრდიდა.

სრული ვერსიის ნახვა rustavi 2.com