რიანა 2017 წლის მთავარ ქველმოქმედათ დასახელდა

  • fortuna.ge
  • 25 თებერვალი 18:17, 2017 წელი

ჰარვარდის უნივერსიტეტმა რიანა წლის მთავარ ქველმოქმედად დაასახელა. საპატიო ჯილდოს ბარბადოსელი მომღერალი 28 თებერვალს, უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე მიიღებს.

 საუბარია 2012 წელს მის მიერ საქველმოქმედო ფონდის Clara Lionel Foundation დაარსებასა და კომპანია Global Citizen Project-თან თანამშრომლობაზე, რომელიც განვითარებად ქვეყნებში ღარიბი ოჯახების ბავშვებს განათლების მიღებაში ეხმარება.


ასევე საკუთარ სამშობლოში, კუნძულ ბარბადოსზე, პერსპექტიული ბავშვები გაჭირვებული ოჯახებიდან განათლებას სწორედ რიანას საშუალებით იღებენ.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge