საგამოძიებო სამსახურმა თამბაქოს აქციზური მარკის გარეშე რეალიზების ფაქტზე სამი პირი დააკავა

  • ipress.ge
  • 25 თებერვალი 11:16, 2017 წელი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა მოახდინეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული პროდუქციის, დიდი ოდენობით სომხური წარმოების სიგარეტის ,,BLACK TIP’’-ის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაცია. საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებულები დააკავა უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის ფაქტზე.


საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით , რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

სრული ვერსიის ნახვა ipress.ge