პელეს ვაჟს 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

  • ipress.ge
  • 25 თებერვალი 11:08, 2017 წელი

BBC - ის ინფორმაციით, ლეგენდარული ფეხბურთელის პელეს ვაჟი, ედსონ ჩოლბი სასჯელს ფულის გათეთრებისა და ნარკოტრაფიკის ბრალდებით იხდის.

ტელეარხის ინფორმაციით, 2014 წელს სასამართლომ ჩოლბის 33 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა მოგვიანებით სასჯელის ვადა 12 წლით და 10 თვით შემცირდა. თავად ყოფილი მეკარე ბრალდებებს უარყოფს.


 


2005 წელს, იგი პოლიციამ ნარკოტიკების რეალიზაციისა და ბანდებთან შესაძლო კავშირის გამო დააკავა. ადვოკატებმა მისი უდანაშაულობის დამტკიცება ვერ შეძლეს, რის გამოც ის ციხეში სასჯელს იხდის.

სრული ვერსიის ნახვა ipress.ge