საფრანგეთში სურთ, რომ ბარაკ ობამა ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს

  • ipress.ge
  • 24 თებერვალი 16:37, 2017 წელი

ABC News-ის ინფორმაციით, საფრანგეთში სურთ, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს.

გავრცელებული ინფორმაციით, პარიზში ბარაკ ობამას პლაკატი გამოჩნდა, წარწერით Obama17. ასევე გაჩნდა ვებგვერდი obama2017.fr . შესაბამისი ინიციატივით პეტიციაც შედგა. ფრანგები მოითხოვენ, რომ ადგილობრივებმა ხელი მოაწერონ პეტიციას, რათა აშშ-ის ყოფილმა ლიდერმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.


ორგანიზატორების აზრით, ამისთვის 1 მილიონი ხელმოწერის შეგროვებაა აუცილებელი.


ტელეარხი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ერთი პრობლემა არსებობს - საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანგი უნდა იყოს, თუმცა ბარაკ ობამა არ არის.

სრული ვერსიის ნახვა ipress.ge