"ჩემი ცემის ბრძანება სააკაშვილმა გასცა" - გელაშვილი

  • სხვადასხვა
  • 24 თებერვალი 14:04, 2017 წელი

ვალერი გელაშვილი თქმით, მისი ცემის ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა და  მხოლოდ ვანო მერაბიშვილის და რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის დასჯა საკმარისი არ არის.

"ამოღებული ჩანაწერებით დასტურდება, რომ ჩემი ცემის დროს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ერეკლე კოდუას ვანო მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი ეკონტაქტებოდნენ, დავალებებს აძლევდნენ", - ამბობს ბიზნესმენი.


გელაშვილის მტკიცებით, მის ბიზნესს სააკაშვილის ხელისუფლებამ 20 მილიონამდე ზარალი მიაყენა. ბიზნესმენი ანაზღაურებასაც ითხოვს.

სრული ვერსიის ნახვა სხვადასხვა