პოლიტიკოსის ახალი ინიციატივა – სექსის უფლება სამსახურში, შესვენებაზე

  • სხვადასხვა
  • 24 თებერვალი 13:29, 2017 წელი

შვედმა პოლიტიკოსმა პერ-ერიკ მუსკოსმა, რომელიც ევერტურნეოს ქალაქის საბჭოს წევრია, "ფრანს პრესთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ახალი ინიციატივა აქვს. 

მას სურს, სამუშაო დროს მოეწყოს ისეთი შესვენებები, რომ თანამშრომლებმა შინ მისვლა და ინტიმური კავშირის დამყარება მოახერხონ.

მუსკოსის თქმით, ასეთი პრაქტიკა კარგად აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე, გაუმჯობესდება ურთიერთობები ოჯახებში და მისივე აზრით, შრომისუნარიანობაც გაიზრდება.

ამავე დროს ის არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთები მსგავს შესვენებას დანიშნულებისამებრ სულაც არ გამოიყენებენ და სულ სხვა რამით დაკავდებიან ამ პერიოდში.

სრული ვერსიის ნახვა სხვადასხვა