რუსთავში ბუნებრივი აირით სამი ადამიანი მოიწამლა

  • სხვადასხვა
  • 24 თებერვალი 13:01, 2017 წელი

რუსთავში, ბუნებრივი აირით სამი ადამიანი მოიწამლა. ცოლ-ქმარი და ერთი მცირეწლოვანი ბავშვი სახლში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.

შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე, გვიან ღამით მოხდა. სამივე მოწამლული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.


ექიმების განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, ცოლ-ქმარი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს, ხოლო ბავშვი ჯერჯერობით კვლავ სტაციონარში რჩება

სრული ვერსიის ნახვა სხვადასხვა