მაია ასათიანი: მას არაფერი დაუშავებია, გარდა იმისა, რომ ჩემი შვილია... (ვიდეო)

  • სხვადასხვა
  • 24 თებერვალი 01:14, 2017 წელი

მაია ასათიანი ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუს დროს, შვილის, ნუცას შესახებ ყვება:

"თავის დროზე მე თუ რამე გამომივიდა, იყო ის, რომ პატრონი არ მყავდა. გავაკეთე ყველაფერი, რომ ჩემი სახელი და ჩემი ჩრდილი ნუცასთან ახლოს არ ყოფილიყო. მინდა, წარმატებას რომელსაც ის მიაღწევს, მისი შრომის და ოფლის გემო ჰქონდეს"-ამბობს მაია ასათიანი ინტერვიუში.  


"ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით სოციალური ქსელი, ცოტა აგრესიულია და მე მინდა ჩემი შვილი დავიცვა ამისგან, იმიტომ, რომ ის ადამიანები, ვისაც მე არ ვუყვარვარ შეიძლება უარყოფითად იყვნენ ჩემი შვილის მიმართ-მას არაფერი დაუშავებია, გარდა იმისა, რომ ჩემი შვილია",-აცხადებს ჟურნალისტი.


როგორც ცნობილია, ტელეწამყვანის ერთადერთი შვილი მენინგოკოკურ ინფექციას ემსხვერპლა. 18 წლის ნუცა მახვილაძე კლინიკაში გუშინ მოათავსეს. ის საფრანგეთში სასწავლებლად იმყოფებოდა.

სრული ვერსიის ნახვა სხვადასხვა