ლიხაურის ეკლესიას ჭიამაიები ტოვებენ

  • plus.kvira.ge
  • 23 თებერვალი 16:56, 2017 წელი

"პლიუს კვირას" ინფორმაციით,  რომელიც გურიის სოფელ ლიხაურში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას, ჭიამაიები ტოვებენ. 

როგორც თვითმხილველმა ნინო ჭელიძემ „პლიუს კვირას“ განუმარტა, ჭიამაიები ეკლესიას ზამთარში ეკედლებიან, გაზაფხულის მოსვლის შემდეგ კი ტოვებენ.


"საოცარი სანახაობაა, როგორც კი ზამთარი მოდის, ტაძარში ჭიამაიები მოდიან. ეკლესიის შესასვლელთან, კარის თავზე თაღია, სადაც სამების ხატია დაბრძანებული. ჭიამაიები სწორედ მის გარშემო იდებენ ბინას. სულ ერთად არიან, ფერადები, მხიარულ ფერებში გადაწყობილები. როგორც კი სოფელში დათბება, ისინი ეკლესიას ტოვებენ, თუმცა ზამთარში ისევ ბრუნდებიან“,- ამბობს ჭელიძე.

სრული ვერსიის ნახვა plus.kvira.ge