"ყველაფერთან ერთად უვიციც ხარ" - სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

  • ipress.ge
  • 23 თებერვალი 15:07, 2017 წელი

პარლამენტში "ფარული საგამოძიებო" მოქმედებების შესახებ კანონპროექტის განხილვას მწვავე დაპირისპირება მოჰყვა.

პარლამენტში ,,ფარული საგამოძიებო“ მოქმედებების შესახებ კანონპროეტის განხილვას მწვავე დაპირისპირება მოჰყვა კანონპროექტის წარმდგენ ეკა ბესელიასა და უმცირესობის დეპუტატ, თინა ბოკუჩავას შორის. ბოკუჩავამ უმრავლესობა საზოგადოების მოტყუებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ აღნიშნული კანონპროექტით რეალურად არაფერი იცვლება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კი ოპონენტ დეპუტატს უვიცი უწოდა.


"თვალებში ნაცარს აყრით მთელს საზოგადოებას, როცა ეუბნებით რომ ამ კანონპროექტით რაღაცას ცვლით. რეალურად ამით არაფერი იცვლება. ასე რომ ქალბატონო ეკა, არ შემეძლო უპასუხოდ დამეტოვებინა თქვენი უტიფრობა და არ მეპასუხა, რომ ეს არის პარლამენტი და ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებებს,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რასაც ეკა ბესელიას პასუხი მოჰყვა: "ყველაფერთან ერთად, უვიციც ხარ."


დაპირისპირებულ დეპუტატებს პარლამენტის თვამჯდომარემ კორექტულობისკენ მოუწოდა


 

სრული ვერსიის ნახვა ipress.ge