"პატრიარქის გააფრთრებული გულშემატკვივრები მზად არიან მამა გიორგი შუაზე გაგლიჯონ" - სარიშვილი

  • ipress.ge
  • 22 თებერვალი 11:35, 2017 წელი

ირინა სარიშვილი "ციანიდის საქმეზე" საუბრობს და აცხადებს, რომ არც ერთი ბრალდების არ სჯერა, რომელიც მამა გიორგი მამალაძის მიმართ არის გამოთქმული. ამის შესახებ მან გადაცემა "პრიორიტეში" ისაუბრა.

"მე არცერთი ბრალდენის არ მჯერა რაც გამოითქვა მამა გიორგი მამალაძის მიმართ. გამომდინარე იქედან რომ მე ვიცი ვიზეა ლაპარაკი და გამომდინარე იმ სრულიად კომიკური სიტუაციიდან რაც შეიქმნა ამ ბრალდებების ფონით. მიუხედავად იმისა, რომ არ გამოვირჩევი დიდი ეკლესიურობით, პატრიარქთან და ეკლესიის წარმომადგენლებთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა მაქვს. ამიტომაც მინდა მივმართო პატრიარქზე გადაფარებულ გააფრთრებულ მის გულშემატკვივრებს, რომლებიც მზად არიან მამა გიორგი შუაზე გაგლიჯონ, რომ ცოტა მოდუნდნენ დაელოდონ მოვლენების განვითარებას.


მე არავიზე ნაკლებად არ მიყვარს პატრიარქი, ადამიანურად 25 წლიანი ურთიერთობა მაკავშირებს ამ ადამიანთან და ეს ურთიერთობა რაღაც რაღაცებზე მადუნებს ხოლმე და მაჩერებს ხოლმე. მეც მაწუხებს რაც ხდება დღეს საპატრიარქოში, სამწუხაროდ", - განაცხადა სარიშვილმა. 

სრული ვერსიის ნახვა ipress.ge