ქართველმა ჩოგბურთელმა გერმანელი ტომი ჰაასი დაამარცხა

  • ipress.ge
  • 22 თებერვალი 09:58, 2017 წელი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა დელრეი ბიჩის ღია ტურნირის პირველ წრეში გერმანელი ტომი ჰაასი (6:7, 7:6, 6:2) დაამარცხა.

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მერვედფინალში ბელგიელ სტივ დარსის შეხვდება, რომელმაც პირველ ტურში ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩს მოუგო. აქამდე ბასილაშვილი დარსს არასდროს დაპირისპირებია.

სრული ვერსიის ნახვა ipress.ge