ვინ ემუქრება ტელეკომპანია "კავკასიას" დირექტორს?

  • info9.ge
  • 21 თებერვალი 18:22, 2017 წელი

ტელეკომპანია „კავკასიას“ დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის თქმით, ემუქრებიან. ამის შესახებ ჯანგირაშვილის სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

 

„სიმართლე გითხრათ, მუქარების შემოთვლებზე ყოველთვის სიცილით ვკვდებოდი, ბევრჯერ არც გამისაჯაროებია რაღაც სისულელეები, არ მიყვარს საჯარო ვიშვიში და მტკიცებულებების გარეშე საუბარი, მაგრამ ამჯერად პრევენტულად მაინც ვიტყვი: ერთმა სახელისუფლო ექსპერტმა ახლობლის პირით შემოგვითვალა ჭკუით იყავით, თორემ კარგად ვიცით, „კავკასია” საიდანაც ფინანსდებაო.


არ ვიცი, ეს მისი ინდივიდუალური ინიციატივა და მეტიჩრობაა თუ სახელისუფლო განწყობა და გეგმა. მაინც თავს ვიზღვევ და თქვენც გაზღვევთ: რამე შტერობაში არ გაეხვიოთ ამ ბრძენი ხალხით გარშემორტყმულები, გაგიჭირდებათ თუ რა?“, - წერს ჯანგირაშვილი.

სრული ვერსიის ნახვა info9.ge