სასამართლოს შენობას თავს დაესხნენ

  • kvira.ge
  • 21 თებერვალი 15:35, 2017 წელი

„ბი ბი სი”-ს ცნობით,  სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა პაკისტანის ცენტრალურ ნაწილში, ჩერსადას ოლქში მომხდარი ტერაქტის შედეგად.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ტერორისტები სასამართლოს შენობაში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს, ასევე, მათ ხელყუმბარები გამოიყენეს.


ერთ-ერთმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, ორიც – უსაფრთხოების ძალებმა მოკლეს.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „თალიბანმა“ აიღო.
ცნობისათვის, პაკისტანში ბოლო დღეებში რამდენიმე ტერაქტი მოხდა. საერთო ჯაში, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

სრული ვერსიის ნახვა kvira.ge