64 წლის ქალმა ტყუპები გააჩინა

  • info9.ge
  • 21 თებერვალი 09:58, 2017 წელი

ესპანეთში, 64 წლის ქალმა, პირველი მშობიარობიდან ექვსი წლის შემდეგ, ტყუპები გააჩინა. ახალშობილები თავს კარგად გრძნობენ.

ქალმა, ქალ-ვაჟი საკეისრო კვეთის შედეგად გააჩინა. ექიმების განცხადებით, პატარებს „შესანიშნავი ჯანმრთელობა“ აქვთ.


პროცედურაში ორი გინეკოლოგის, ორი პედიატრის, ორი ბებიაქალისა და რამდენიმე ექთნისგან შემდგარი სამედიცინო გუნდი მონაწილეობდა.


2011 წელს, ამავე ქალბატონმა, 58 წლის ასაკში პირველი შვილი გააჩინა.

სრული ვერსიის ნახვა info9.ge