სალომე ზურაბიშვილმა მამის უმდიდრესი კოლექცია ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა

  • ipress.ge
  • 20 თებერვალი 23:07, 2017 წელი

 სალომე და ოთარ ზურაბიშვილებმა მამის, ლევან ზურაბიშვილის უმდიდრესი კოლექცია ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცეს. ინფორმაციას ამის სესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე ავრცელებს.

 

"გილოცავთ! დღეს საქართველოს და ეროვნულ ბიბლიოთეკას უმნიშვნელოვანესი არქივი გადმოეცა. სალომე და ოთარ ზურაბიშვილებმა მამის, ლევან ზურაბიშვილის უმდიდრესი კოლექცია გამოგვატანეს: ასობით უნიკალური გამოცემა. მათ არაერთი ძველნაბეჭდი წიგნი. მაგალითად: შარდენის პირველი გამოცემა, მარი ბროსეს მრავალტომეული, პარიზის ბალმონტისეული ვეფხისტყაოსანი, მოამბის წლიური კომპლექტები და ა.შ." - წერს გიორგი კეკელიძე.

სრული ვერსიის ნახვა ipress.ge