ინგა გრიგოლია სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

  • info9.ge
  • 20 თებერვალი 20:58, 2017 წელი

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ ავტოსაგზაო შემთხვევა აიცილა თავიდან. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„ახლა მივხვდი, რას ნიშნავს გამოთქმა, სიკვდილს რომ ჩახედავ თვალებში. გამოვედი სამსახურიდან, გადმოვდივარ გადასასვლელზე, ჩემი გზაა, მწვანე ანთია. მოვდივარ და ვფიქრობ, გადაცემის ინტერაქტივის გაფორმებაზე. არსაიდან გამოვარდა აწყვეტილი მანქანა, წამებში მივხვდი,რომ ვერ გაჩერდებოდა, კივილი, ტორმუზების ხრჭიალი და სადღაც გადავხტი. მოკლედ, გადავრჩი. მას არც კი გაუჩერებია. მერე რა, რომ ჩემი გზა იყო და არა მისი, ხმამაღლა შემაგინა და გავარდა. ახლა ვზივარ და ვფიქრობ, ყველაზე დაუცველები, ამ თავხედი ტიპების ხელში, ფეხით მოსიარულე ადამიანები ვართ. მეგონა ვიცოდი, რა იყო შიში. არ მცოდნია, დღეს აღმოვაჩინე, რაც ყოფილა სინამდვილეში“, - წერს ჟურნალისტი.

სრული ვერსიის ნახვა info9.ge