მღძოლებს მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაცვლად, შესაძლოა ტარების უფლება შეუწყდეთ

  • kvira.ge
  • 20 თებერვალი 16:07, 2017 წელი

მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულების ამოწურვის შემთხვევაში, მძღოლისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევის ნაცვლად, შესაძლოა მართვის უფლების შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს.

ე.წ. შეჩერების მექანიზმის შემოღება შინაგან საქმეთა სამინისტროს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა შესთავაზეს.
როგორც დეპუტატების წინადადების საპასუხოდ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა, შესაძლებელია კანონპროექტი იმდაგვარად ჩასწორდეს, რომ მძღოლს ქულების ამოწურვის შემთხვევაში 6 თვით ან 1 წლით შეუჩერდეს მართვის უფლება, ხოლო თუკი მას ექნება მართვის მოწმობის უფრო ადრე აღების სურვილი, ასეთ შემთხვევაში გამოცდაზე გავა.


შს მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მართვის მოწმობის მიმართ მძღოლების პასუხისმგებლობის და ფსიქოლოგიური დამოკიდებულების გაზრდა, რა მიზანსაც ქულათა სისტემის შემოღება უკავშირდება.


ამასთან, როგორც საკომიტეტი სხდომაზე ითქვა, ვიდეოჯარიმები მართვის მოწმობის ქულების შემცირებაზე არ იმოქმედებს. ქულათა შემცირება მხოლოდ მძღოლის იდენტიფიცირების შემთხვევაში მოხდება.

სრული ვერსიის ნახვა kvira.ge