ჩხუბი პარლამენტში - დარბაზიდან დეპუტატის გაძევება სცადეს (ვიდეო)

  • rustavi 2.com
  • 20 თებერვალი 13:13, 2017 წელი

„ისევ უზრდელობას მიმართავთ, ყველამ კარგად იცით, რაც ხართ და ვინც ხართ,“- მიმართა სოფიო კილაძემ ნიკა მელიას.

ნინო გვენეტაძე პარლამენტში ანგარიშით წარსდგა. ჯერჯერობით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეკითხვებზე პასუხი არ გაუცია, თუმცა რუსთავი 2-ის და მოსამართლეების საქმეზე საუბარს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე კამათი მოჰყვა.


„ისევ უზრდელობას მიმართავთ, ყველამ კარგად იცით, რაც ხართ და ვინც ხართ,“- მიმართა სოფიო კილაძემ ნიკა მელიას.


„იმ ხელისუფლების წარმომადგენელი ხართ, ვინც ბედუკაძე გმირად აქცია, რა გაქვთ სალაპარაკო,“- მიმართა ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სოფიო კილაძეს, რაზეც კილაძემ უპასუხა - „ნუ მასწავლით რა უნდა ვთქვა, უზრდელები ხართ“.


„დებოშის მოწყობა თუ გინდათ, თქვით, სხდომის ჩაშლა გინდათ,“- მიმართა ნიკა მელიამ სოფიო კილაძეს.


ამის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატმა მანდატურის თანამშრომელს მიმართა.


„მანდატურის თანამშრომელს ვთხოვ მიაბრძანონ ბატონი მელია, რა არის, ეს რა ზრდილობაა,“- აღნიშნა სოფიო კილაძემ.

სრული ვერსიის ნახვა rustavi 2.com