"ძალიან გვიანია" – მსახიობი კიანუ რივზი მამა ვეღარასოდეს გახდება

  • fortuna.ge
  • 17 თებერვალი 12:17, 2017 წელი

მსახიობი კიანუ რივზი ბრიტანული Esquire-ის მარტის ნომრის მთავარი გმირი გახდა. ვარსკვლავმა გამოცემის ფოტოსესიაში მონაწილეობა მიიღო და გულახდილადაც ისაუბრა.

ჟურნალისტმა ჰოლივუდის ვარსკვლავს ოჯახის შექმნის შესახებ კითხვა დაუსვა და მოკლე პასუხი მიიღო:


"ძალიან გვიანია. ყველაფერი დამთავრებულია. მე 52 წლის ვარ და არ ვაპირებ, მამა გავხდე", – განაცხადა მსახიობმა.


შეგახსენებთ, რომ კიანუ არასოდეს ყოფილა დაქორწინებული. 1999 წელს მას და მის მეგობარ გოგოს, ჯენიფერ საიმს გოგონა, ავა შეეძინათ, რომელიც მალევე დაიღუპა. ამ ამბის მერე საიმი ავტოკატასტროფაში დაიღუპა.

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge