"გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ "რუსთავი 2" დარჩება ისეთი, როგორც არის" - იან კელი

  • rustavi 2.com
  • 17 თებერვალი 09:40, 2017 წელი

საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის, იან კელის თქმით, ტელევიზიამ უნდა შეინარჩუნოს არსებული სახე, რადგან ის მნიშვნელოვანია ქვეყანაში პლურალიზმის არსებობის თვალსაზრისით.

 

"ამ საქმეს ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენი ხედვა კარგად არის ცნობილი რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით. გვინდა დავრწმუნებული ვიყოთ, რომ რუსთავი 2 დარჩება ისეთი, როგორც არის. ის მნიშვნელოვანი ხმაა ოპოზიციისთვის. იმედი გვაქვს, რუსთავი 2 ეთერში დარჩება, არაფერი შეიცვლება და ის იქნება მნიშვნელოვან ხმად პლურალიზმისთვის საქართველოში", - აცხადებს იან კელი. 

სრული ვერსიის ნახვა rustavi 2.com