ილორის წმ. გიორგის ტაძარში რუსმა მღვდელ-მსახურმა მეტლახი დააგო

  • rustavi 2.com
  • 16 თებერვალი 23:50, 2017 წელი

ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე მე-11 საუკუნის ტაძარში კედლების გადაღებვის, რუსული გუმბათის დადგმისა და ქართული წარწერების წაშლის შემდეგ, რუსმა მღვდელ-მსახურმა ეკლესიაში მეტლახის იატაკი დააგო. 

კადრებში, რომელიც კურიერს ოკუპირებული ტერიტორიიდან მიაწოდეს, კარგად ჩანს უძველესი ქვებიც, რომლებიც რუსმა მღვდელმსახურმა ილორის ტაძრიდან აყარა და საკუთარი სახლის ეზოში ახალ სამლოცველოს აშენებს.


ილორის წმინდა გიორგის ტაძრის განადგურება საოკუპაციო რეჟიმმა 7 წლის წინ დაიწყო. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში ამბობენ, რომ არა ერთი მიმართვის მიუხედავად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უძლურია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. სპეციალისტების განმარტებით, ძეგლების განადგურების პროცესს ვერც ქართული ეკლესიის ჩარევა შეაჩერებს.

სრული ვერსიის ნახვა rustavi 2.com