ღვინის დიდებული რეგიონი: CNN კახეთზე

  • fortuna.ge
  • 16 თებერვალი 01:05, 2017 წელი

პორტუგალიის, კანადის, სამხრეთ აფრიკის, კანარის კუნძულების, იტალიისა და სხვა ქვეყნების ცნობილი რეგიონების გვერდით კახეთიც მოხვდა.

სტატიას სახელწოდებით „ღვინის 11 დიდებული რეგიონი, რომელთა შესახებაც შესაძლოა, არასდროს გსმენიათ“ – CNN აქვეყნებს. პოპულარული გამოცემა ღვინის 11 დიდებულ რეგიონს შორის საქართველოსაც ასახელებს და წერს, რომ ეს ქვეყანა მსოფლიოში ღვინის წარმოების ერთ-ერთი უძველესი რეგიონია.


„საქართველო, რომელიც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარეობს, ცნობილია არა წვნიანი ატმით, არამედ ყურძნის ნაისახეობებით. ქვეყანა მსოფლიოში ღვინის წარმოების ერთ-ერთი უძველესი რეგიონია. არქეოლოგებმა აქ ღვინის დამზადების მტკიცებულება აღმოაჩინეს, რომელიც ჩვენს ერამდე 6 000 წლით თარიღდება”, – აღნიშნავს CNN და წერს, რომ საქართველოში ყველაზე ცნობილი ღვინის რეგონი კახეთია.


 

სრული ვერსიის ნახვა fortuna.ge