მამა თეოდორე: სადაც დაპირისპირებაა, იქ ქრისტე არ არის

  • ipress.ge
  • 15 თებერვალი 22:49, 2017 წელი

მამა თეოდორე გიგნაძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, რომ საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები საზოგადოებამ მთლიანად ეკლესიაზე არ უნდა გადაიტანოს. 

"ეს არ არის ეკლესიის პრობლემა იმიტომ, რომ ეკლესია არის იქ, სადაც ქრისტეა, სადაც დაპირისპირებაა იქ ქრისტე არ არის. შესაბამისად, ეს არის გარეგანი მოვლენები, რომელიც იმედი მაქვს, ჩაივლის, როგორც ყველა ცუდს ჩაუვლია. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ყველას გვაქვს",- აღნიშნა მამა თეოდორემ. 

სრული ვერსიის ნახვა ipress.ge