"ილია მეორეს ჯანმრთელობის ფონზე სასულიერო პირებისგან სატელევიზიო გარჩევები სირცხვილია"

  • ipress.ge
  • 15 თებერვალი 21:43, 2017 წელი

ადვოკატ ირმა ჭკადუას განცხადებით, პატრიარქის ჯანმრთელობის ფონზე, სასულიერო პირებისგან სატელევიზიო გარჩევები და დაპირისპირება სირცხვილია.

"ყველა ეს სატელევიზიო გარჩევები ხელის შემშლელია. მე მიმაჩნია, რომ სირცხვილია, როცა სასულიერო პირები, დეკანოზი და დედაოები დღეს გამოდიან და საუბრობენ და მოდის თვითონ შიდა დაპირისპირებაზე ასეთი სამარცხვინო ურთიერთ ბრალდებები მაშინ, როცა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ასეთია",- ამის შესახებ ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში განაცხადა. 


მისივე თქმით, ის დეკანოზ მამალაძის საქმეში მოწმეა და საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.

სრული ვერსიის ნახვა ipress.ge