AEROSMITH-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის თარიღი ცნობილია

  • mediamall.ge
  • 15 თებერვალი 12:43, 2017 წელი

ამერიკული როკ ჯგუფის, AEROSMITH–ის კონცერტზე დასასწრები ბილეთები გაყიდვაში 25 თებერვლიდან ჩაეშვება.

როგორც My.rest-ი წერს, ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, ჯგუფის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდა.


კონცერტზე დასასწრები ბილეთების ღირებულება 70 ლარიდან დაიწყება და 400 ლარამდე ეღირება. 


2017 წლის 20 მაისს საქართველოში ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფი Aerosmith კონცერტს გამართავს. კონცერტი Black Sea Arena-ზე გაიმართება.

სრული ვერსიის ნახვა mediamall.ge