"დეკანოზისთვის ბრალის დამტკიცება, საუკუნის ტრაგედიად შეიძლება ჩაითვალოს"

  • pirveliradio.ge
  • 14 თებერვალი 19:41, 2017 წელი

დეკანოზ მამა გიორგი მამალაძისთვის ბრალის დამტკიცება შეიძლება საუკუნის ტრაგედიად ჩაითვალოს-ასე ეხმაურება მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი დეკანოზის დაკავებას.

 

"გამოვხატავ ჩემს დიდ გულისტკივილს მომხდარი მოვლენების გამო. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საუკუნის ტრაგედიად. ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომელსაც ნდობას ვუცხადებთ. ვიმედოვნებთ, კანონის უმკაცრესი სასჯელით დაისჯება ამ ვერაგული განზრახვის ყველა მონაწილე, განურჩევლად მათი სტატუსისა. თხოვნით მოგმართავთ ყველას, გამოძიების დასრულებამდე თავი შეიკავოთ ვარაუდებისაგან."- წერს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი.

სრული ვერსიის ნახვა pirveliradio.ge