რიტუალურ მკვლელობაში ბრალდებული ბექა შენგელია საავადმყოფოშია გადაყვანილი

  • mediamall.ge
  • 14 თებერვალი 18:41, 2017 წელი

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. რიტუალური მკვლელობის საქმეზე სასამართლო განხილვა განსასჯელის, ბექა შენგელიას გამოუცხადებლობის გამო, გადაიდო.

 

როგორც მისმა ადვოკატმა ლალი ბიწოშვილმა განაცხადა, შენგელიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბიწოშვილის თქმით, საქმეშიც არის მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ შენგელიას ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.


ადვოკატი ამბობს, რომ განსასჯელი აგრესიულია და ძლიერ პრეპარატებს უკეთებენ.

სრული ვერსიის ნახვა mediamall.ge