ნუდისტმა მეზობლებს სასამართლო პროცესი მოუგო

  • info9.ge
  • 13 თებერვალი 23:34, 2017 წელი

ბრიტანელმა ნუდისტმა მეზობლებს სასამართლო პროცესი მოუგო, რომელიც მათ საკუთარი სიშიშვლით აწუხებდა.

პოლიციელებმა ნუდისტს ურჩიეს, ფანჯრებზე ფარდა ჩამოეფარებინა და ეზო მანქანით გადაეღობა, რათა მეზობლებს მისი სიშიშვლე ვერ დაენახათ. ჯენერმა რეკომენდაციები გაითვალისწინა, თუმცა პოლიციაში ზარები არ წყდებოდა. მესამე საჩივრის შემდეგ, ის დააპატიმრეს.


სასამართლო საქმეს ორი დღის განმავლობაში იხილავდა და ბოლოს გადაწყვიტა, რომ ჯენერის თვითგამოხატვის უფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნეგატიური ემოციები, რომლებსაც მისი სიშიშვლე უცხო ადამიანებში იწვევს.


სრული ვერსიის ნახვა info9.ge