ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი დაჭრეს - ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

  • pirveliradio.ge
  • 13 თებერვალი 09:24, 2017 წელი

ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში 40 წლის მამაკაცი დაჭრეს. დაშავებული, რომლის ვინაობა ადგილობრივებისთვის უცნობია, მრავლობითი ჭრილობებით ოზურგეთის კლინიკაშია გადაყვანილი. 

ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. შემთხვევის ადგილზე ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.


საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
 

სრული ვერსიის ნახვა pirveliradio.ge