"უთხრეს, ნაშვილები ხარო" - 3 თვის წინ გაუჩინარებულ 15 წლის გოგონას ეძებენ

  • kvira.ge
  • 9 თებერვალი 14:26, 2017 წელი

ქუთაისელი გელა გოლეთიანისა და ნანული მეგრელის 15 წლის ქალიშვილი, მარი გოლეთიანი 2016 წლის 8 ნოემბერს გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა.

ნანული მეგრელი: 
- ლაპარაკი ძალიან მიმძიმს, მაგრამ ყველაფერი უნდა ვცადო შვილის საპოვნელად... ერთადრთი შვილი ისე გავზარდეთ, რომ გვერდიდან არ მოვშორებივარ, ემოციური ბავშვი იყო, პატარას ღამე ოთახში მარტოს შესვლისაც კი ეშინოდა, ამიტომ ერთი ღამეც კი არ დავრჩენილვარ ნათესავებთან, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ყოველთვის ჩემს შვილთან გამოვრბოდი.

მარისთვის მადლობას ვეუბნები უფალს, - მე და ჩემს მეუღლეს 13 წელიწადი შვილი არ გვყავდა და მარის არსებობა რომ შევიტყვეთ და ვიშვილეთ, უბედნიერესები ვიყავით. მით უფრო, რომ ახალგაზრდები ვიყავით და მისი გაზრდა არ გვიჭირდა. ბოლოს ჩემი მეუღლე თურქეთშიც კი დადიოდა რომ ბავშვისთვის არაფერი დაგვეკლო, განათლება მიგვეცა. 

თუმცა ალბათ შეცდომა მაშინ დავუშვი, როცა თავიდანვე არ ვუთხარი, რომ ნაშვილები მყავდა. არადა, სულ იმის დარდში ვიყავი, მეთქვა თუ არა მისთვის ეს ამბავი. სხვამ დამასწრო... 2 წლის წინ ამხანაგებმა უთხრეს, ნაშვილები ხარო და ატირებული მოვიდა სახლში, ეს მართალიაო? 

სრული ვერსიის ნახვა kvira.ge