"ეს პოლიტიკური თამაშია, რომელსაც "ნაციონალები" გასაგები მიზეზების გამო მხარს უჭერენ"

  • info9.ge
  • 9 თებერვალი 12:44, 2017 წელი

პარლამენტის წევრის სალომე ზურაბიშილის განცხადებით, დემოკრატია და არც მოსამართლეების დამოუკიდებლობა ისეთ საფრთხეში არ იყო, რომ პრეზიდენტს "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტისთვის ვეტო დაედო.

„სამწუხაროდ, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადო ვეტო, რაც პოლიტიკურ ელფერს ატარებს. პრეზიდენტი ცდილობს, თავი აჩვენოს საზოგადოებას, როგორც დემოკრატიის და ინსტიტუტების დამოუკიდებლობის დამცველი, რაც უთუოდ უნდა იყოს, ოღონდ აქ არც დემოკრატიაა, არც მოსამართლეების დამოუკიდებლობა ისეთ საფრთხეში არ იყო, რომ პრეზიდენტი ამ ფორმით ჩარეულიყო. მისი ჩარევა პირიქით, ხელს უწყობს სასამართლოს მიმართ უნდობლობასა და არა მის შემდგომ განვითარებას. ეს პოლიტიკური თამაშია, რომელსაც „ნაციონალები“ გასაგები მიზეზების გამო მხარს უჭერენ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.


 

სრული ვერსიის ნახვა info9.ge