პაპუაშვილი გვარამიაზე: რომ ვუყურებ, სულ მგონია, რომ ქვემოთ აცვია „იუბკა“ გეტრებზე

  • info9.ge
  • 7 თებერვალი 22:29, 2017 წელი

დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი ნიკა გვარამიასა და მამუკა მდინარაძეს შორის გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება:

„ეს რომ სხვას გაეკეთებინა, ციმბირს დაატოვებინებდნენ, სად არის ჟურნალისტური სოლიდარობა? საერთოდ, ამ კაცზე როგორ უნდა ილაპარაკო, როგორ შეიძლება, ეს კაცი შენი ხელმძღვანელი იყოს და შენ მისი ხელქვეითი იყო?! რომ ვუყურებ, რომ ზის მაგიდასთან ტელეეთერში, სულ მგონია, რომ ქვემოთ მოკლე ქვედაბოლო აცვია, „იუბკა“ გეტრებზე და ტერფს რომ ამოძრავებს, შლოპანცებს ქუსლებზე ირტყამს. თითქოს სახლში იქცევა ასე და საზოგადოებას არ ელაპარაკებოდეს. ასე შევარდნა ეთერში - გამოვარდნა იქიდან, ამდენი შეურაცხყოფები, აი, რა შთაბეჭდილება უნდა მქონდეს?“ - აღნიშნავს პაპუაშვილი.

სრული ვერსიის ნახვა info9.ge