მოვაჭრეებსა და "ბავშვთა სამყაროს" ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირება მოხდა (ფოტო)

  • kvira.ge
  • 2 თებერვალი 12:47, 2017 წელი

"კვირას" პრესკლუბში მოვაჭრეებსა და სავაჭრო ცენტრ „ბავშვთა სამყაროს“ ხელმძღვანელობას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

"ყოფილიყავი შენი წინამორბედის მსგავსი ხელმძღვანელი და ეს ამბავი არ მოხდებოდა", – ამ სიტყვებით პორტალ "კვირას" პრესკლუბში გამართული პრესკონფერენციის დროს, სავაჭრო ცენტრ "ბავშვთა სამყაროს" ხელმძღვანელს, გიორგი მაჭავარიანს მიმართეს.



სიტყვიერ დაპირისპირებაში სხვა მოვაჭრეებიც ჩაერთნენ და ჩხუბის ინიციატორს პროვოკატორი უწოდეს. როგორც ისინი აცხადებდნენ, პირი, რომელმაც მაჭავარიანს მიმართა, სავაჭრო ცენტრის ყოფილი დირექტორის ახლობელია.


სრული ვერსიის ნახვა kvira.ge