INTERNET დაიჯესტი

მოვა თუ არა თბილისში ახალი წლის ღამეს თოვლი

27 დეკემბერი 20:33, 2016 წელი
პორტალი allnews-ი  სინოპტიკოსზე დაყრდნობით წერს, რომ ახალი წლის ღამეს თბილისში მოსალოდნელია თოვლჭყაპი.

ბიუჯეტში ჩადებული მაჩვენებლებით მოსახლეობის კეთილდღეობა უნდა გაუმჯობესდეს - ექსპერტი

27 დეკემბერი 20:01, 2016 წელი
ექსპერტ სოსო არჩვაძის შეფასებით, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პარამეტრების მიხედვით, შემოსავლები იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე ბიუჯეტის ხარჯი ან მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური განზომილება.  

ინგა გრიგოლია "იმედის" "მაესტროსა" და "GDS-ის გაერთიანებას აფასებს

27 დეკემბერი 19:43, 2016 წელი
ხელისუფლებისათვის არასასურველი გადაცემის დახურვით დაწყებული პროცესი დღეს ოფიციალურად გაფორმდა - ასე აფასებს  ჟურნალისტი ინგა გრიგოლია "იმედის" "მაესტროსა" და "GDS-ის გაერთიანებას.

"სიმსივნის დიაგნოზით და სასწრაფო ქირურგიული ჩარევის აუცილებლობით ორი თვე ვიარე აღმა-დაღმა"

27 დეკემბერი 19:20, 2016 წელი
"დამშვიდობება 2016 და მისალმება 2017-ს! დიაგნოზი: ვორკოჰოლიკი" - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა ვრცელი პოსტი სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელი ლარის კიდევ უფრო გამყარებას ელოდება

27 დეკემბერი 19:12, 2016 წელი
საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ცუცქირიძე ეროვნული ვალუტის რყევას შექმნილ აჟიოტაჯს უკავშრებს და აცხადებს, რომ ლარის კურსის გამყარების ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება.

მილიონიანი ძარცვა ბეწვის ქურთუკების მაღაზიაში

27 დეკემბერი 18:44, 2016 წელი
ბეწვის მაღაზია "დენის ბასო" გაქურდეს ნიუ-იორკში.

ქართველი "კანონიერი ქურდი" "ბესო რუსთავსკი" დააკავეს

27 დეკემბერი 18:22, 2016 წელი
ქართველი "კანონიერი ქურდის" – ბესო კვინიხიძის იგივე ბესო რუსთავსკის, მოსკოვის ოლქში დაკავების შესახებ ინფორმაციას  პორტალი "კვირა" ავრცელებს. 

რუსი დიპლომატი გარდაცვლილი იპოვეს ყაზახეთში

27 დეკემბერი 18:16, 2016 წელი
"Tengrinews.kz"-ს ინფორმაციით, ყაზახეთის ქალაქ უსტ-კამენოგორსკში რუსეთის გენერალური საკონსულოს დროებითი ჯგუფის ხელმძღვანელი რომან სკრილნიკოვი გარდაცვლილი იპოვეს.

შეიარაღებულმა პირმა ჟურნალისტი ქალი გაიტაცა

27 დეკემბერი 18:15, 2016 წელი
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, საკუთარი სახლიდან ჟურნალისტი ქალი აფრაჰ შავქი ალ-ქაისი შეიარაღებულმა პირმა გაიტაცა. ჟურნალისტი ქვეყანაში არსებული კორუფციის წინააღმდეგ კამპანიას ახორციელებდა.

რა ჩაიწერა წმიდა სინოდის სხდომის ოქმში?

27 დეკემბერი 18:09, 2016 წელი
საპატრიარქომ 22 დეკემბრის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი 5 დღის შემდეგ, 27 დეკემბერს გამოაქვეყნა.

"ხშირ შემთხვევაში ექსკურსიები გემრიელი წახემსებაა"

27 დეკემბერი 18:07, 2016 წელი
განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯლავას სურს, რომ ექსკურსიები ბავშვებისთვის განათლების მიცემის ერთ-ერთი საშულება გახდეს. 

რობოტები შეხებას იგრძნობენ

27 დეკემბერი 17:45, 2016 წელი
რობოტები სპეციალური ოპტიკური ნერვების მეშვეობით შეხებას იგრძნობენ .

გამგებელმა თანამშრომლებს გოგირდის აბანოები და ცხვირის ოპერაცია ბიუჯეტიდან დაუფინანსა

27 დეკემბერი 17:38, 2016 წელი
დუშეთის მუნიციპალიტეტში აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად საჯარო რესურსების გაფლანგვისა და უყაირათოდ ხარჯვის არაერთი ფაქტი გამოვლინდა.

ჩაიშლება თუ არა ”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომა

27 დეკემბერი 17:24, 2016 წელი
”ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს სხდომა შესაძლოა ჩაიშალოს, რადგან პოლიტსაბჭოს 27 წევრი სხდომაზე დასწრებას არ აპირებს. 

„სამეფო კარის თამაშებში“ კიდევ ერთი გარდაცვლილი პეროსონაჟი ბრუნდება (ფოტო)

27 დეკემბერი 17:18, 2016 წელი
გადასაღები მოედნიდან გავრცელებული ფოტოს წყალობით ცნობილი ხდება, რომ მეშვიდე სეზონში კიდევ ერთი „გარდაცვლილი პერსონაჟი დაბრუნდება“.

ლარი 6 პუნქტით გამყარდა

27 დეკემბერი 17:13, 2016 წელი
საქართველოს ეროვნულმა ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი კურსის მიხედვით   ხვალ 28 დეკემბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6683 ლარი იქნება.

კიმ ჩენ ინმა შობის ნაცვლად მისი ბებიის დაბადების დღის აღნიშვნა ბრძანა

27 დეკემბერი 16:55, 2016 წელი
Fox newsის უწყებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, ქრისტიანებს უბრძანა, რომ ქრისტეშობის ნაცვლად, მისი ლიდერის ბებიის დაბადების დღე აღენიშნათ

Kissenger - ძალიან მალე საყვარელ ადამიანთან ტელეფონით "ზასაობას" შეძლებთ

27 დეკემბერი 16:50, 2016 წელი
ადამიანებს საშუალება მიეცემათ ერთმანეთს არც მეტი, არც ნაკლები კოცნა გაუზიარონ. 

თბილისი, ბათუმი და ქუთაისი საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებშია

27 დეკემბერი 16:44, 2016 წელი
ტურისტული საძიებო ვებ-გვერდის momondo.ua-ს მიერ გვერდის მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ უკრაინელებისთვის თბილისი, ბათუმი და ქუთაისი საუკეთესო ტურებია.

რა საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრა შეუძლია ალუმინის ფოლგას?

27 დეკემბერი 16:03, 2016 წელი
მასალის ტექნიკური მახასიათებლები და ფართო დეკორატიული პოტენციალი საშუალებას მოგცემთ, ფოლგა პრაქტიკულად ყველგან გამოიყენოთ - ოთახში, სამზარეულოში, აბაზანაში და ნაკვეთშიც კი.